ბათუმში შესვლა და გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი

ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

რაც შეეხება გასასვლელ გზას, ტრანსპორტის გადაადგილება ეტაპობრივად უკვე დაიწყო.

ბათუმის მერიის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება.

ბათუმი – მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები