ძლიერი წვიმის გამო ბათუმში, 112-ში 50 ზარი შევიდა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა, ეზო და სახლი დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, 112-ში დღის განმავლობაში 50 გამოძახება განხორციელდა.

“სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა პრობლემის მოგვარება. რამდენიმე ქუჩა ყვითელი ლენტითაა მონიშნული, რაც იმის მანიშნებელია რომ ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია”, – თქვეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები