თბილისში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოძრაობა „შეცვალეს” ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი” გააკეთეს.
აქციის მონაწილეები ბელარუსში საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ბელარუს ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.