“თქვენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ხართ” – გოგი მეშველიანი ახალგაზრდებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

მმართველი გუნდის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი განვითარება მისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამიტომ ყველა დასახლებულ პუნქტში ხვდება ახალგაზრდა თაობას, რათა სამომავლო გეგმები მათთან ერთად დასახოს.

„ჩვენი საზოგადოების ყველზე აქტიური ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობაა, განათლებული, ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა ძლიერი მომავლის გარანტიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ადამიანის პიროვნული თვითრეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული პირობებისა და გარანტიების შექმნა, რათა თითოეულმა ადგილზე შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა
მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზეც ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები