ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 24 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან რვას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 242-ს შეადგენს. მათგან 92 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები