სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

მესტიის მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი.

სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები ასევე ჩატარებულია და გზა გახსნილია ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის სოფლებში პრობლემები გუშინ შექმნა, ადიდებულმა მდინარეებმა და წარმოქმნილა ღვარცოფებმა ძირითადად პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურას შეუქმნა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები