შალვა კერესელიძე ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

შალვა კერესელიძე ფრეზეთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი გეგმები გააცნო და პრობლემები მათგან პირადად მოისმინა.
მოსახლეობამ კი იმ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებისთვის გაკეთდა.

„ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ახალი სასწავლო წლიდან ახლად აშენებული საბავშვო ბაღით ისარგებლებენ.დასახლებაში ასევე მოწესრიგდა ნაწილობრივ საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ასევე შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოფურეთის, ახალდაბისა და ფრეზეთის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები