ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1270 პირიდან კორონავირუსი ორს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში შესწავლილი 1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორინავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. არსებული ინფომაციით, პირები სვანეთის კლასტეტიდან არიან.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდა, ასევე გამოიკვლიეს სვანეთიდან გადმოგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები.

გიორგიძის ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტები სვანეთიდან არიან და ისინი კლინიკაში გადაყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები