საქართველოში თვე-ნახევრის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის თქმით, სააგენტოს თანამშრომელს, მის მეუღლეს და თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დედაც, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს. ჩვენთან მკაცრად არის წესები დაცული. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩაუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ“,- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
​როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები