“ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭომისა და გორას უბნების მცხოვრებლებს შეხვდა

 

 

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ჭომისა და გორას უბნების მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, დეპუტატობის კანდიდატს და მოქალაქეებს შორის, სამომავლო გეგმებზე დიალოგი გაიმართა.

უქიმერიონის გორაზეა უმთავრესი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქისა – ბაგრატის ტაძარი, ერთიანი საქართველოს სახე და სიმბოლო. ამ უბანმა ერთერთმა პირველმა აუწყო ფეხი დროის მოთხოვნას და ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითარა. აქ თითქმის ყველა სახლში საოჯახო სასტუმროა. კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტული ნაკადების დროებით შემცირებამ არ უნდა შეგვაშინოს, ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით სწორად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ეს უბანი ისევ ძველებურად უმასპინძლებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. ჭომაში ქუთაისის კიდევ ერთი ოაზისია- ბოტანიკური ბაღი. დაწყებულია და მალე დასრულდება ლესელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია”,- განუცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები