რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

 

რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ქავთარაძესთან და რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ – ეკა ხუციშვილთან ერთად გაეცნო.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულდეს.

,,სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 მლნ. 300 ათასი ლარია. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ორნამენტი“ ახორციელებს. ამასთანავე, წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ყველა ბაგა-ბაღში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 1 მლნ 184 465 ლარი იხარჯება, 394 934 ლარი იხარჯება ძველი კარ-ფანჯრების ახალი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით შეცვლის სამუშაოებზე“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები