გიორგი გახარია ხაზარაძის წერილზე – არ უყურებთ “არტარეას”? ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ
“ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც შეასრულა.
“არტარეას” უყურებთ? უყურეთ “არტარეას” და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა “არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო – მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის გამოძიებასთან თანამშრომლობისა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ,” – განაცხადა პრემიერმა.