კელი დეგნანი: რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ელჩის თქმით, რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს.
“ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნა დეგნანმა.
ცნობისთვის, ფრენებთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საქმეა.