“ადამიანი არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი”- ალექსანდრე მოწერელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

 

ადამიანი არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი, – ასე მიმართა ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ მუხურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს, სადაც ის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მისთვის კარგად ცნობილია.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის პოსტზე ორწლიანი გამოცდილება, მას დაეხმარება საქართველოს პარლამენტში, ღირსეულად დაიცვას მოქალაქეების ინტერესი.

“ ის პრობლემები, რაც რეგიონში არსებობს ჩემთვის კარგად ცნობილია. პრობლემები სხვადასხვა სახის და სირთულისაა. ჩვენ მოგვიწია რამოდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე უარის თქმა და შესაბამისად, მთლიანად სახელმწიფო რესურსი მიმართულია, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. გამოკვეთილი პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს ეს არის გზები; წყალმომარაგება; წყალარინების საკითხები- სადაც შეგვეძლო ამ პერიოდის განმავლობაში მოგვარება – მოვაგვარე. დაახლოებით 80% -ი დაგეგმილი პროექტების აქტიურად ხორციელდება. ასევე მოგვიწია ბევრ პროექტზე უარის თქმა. მოსახლეობამ სრულიად ადეკვატურად გებულობს ამ პროცესს, ჩვენ შევძელით კორონავირუსის სწორი მართვა” , – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო.

“გვაქვს მხარდაჭერის და გამარჯვების იმედი. მომავალი ოთხი წელიწადი “ქართული ოცნება“ ისევ იქნება ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“ , – აღნიშნა მოწერელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები