თელავში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსის შესახებ შეხვედრა გაიმართა

 

თელავში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის მოადგილემ – ფიქრია ყუშიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – გიგა ორკოდაშვილმა შეკრებილ ახალგაზრდებს პროექტის მიზნები გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

” კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მათი ნოვაციური/ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც კონკურსანტებს საშუალებას მისცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი, 18:00 საათი. პროექტის ღირებულება არ უდნა აღემატებოდეს 25 000 ლარს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები