თეა წულუკიანი: “თავისუფალ დემოკრატებში“ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შალვა შავგულიძის, ნინო გოგუაძისა და სანდრო ბარამიძის მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებასა და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მინისტრის შეფასებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები არ იყვნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“, რომელიც ჩემი ყოფილი პარტიაა და იქ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები”,- აღნიშნა მინისტრმა.