ამირან გამყრელიძე: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში დავიწყეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, 17 აგვისტოდან ე.წ. სეროპრევალენტობის, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანების კვლევა კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში დაიწყო.

გამყრელიძის თქმით, ასეთი კვლევები საქართველოში გარკვეული პერიოდულობით გაგრძელდება.

„17 აგვისტოდან დავიწყეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ქვეყნის ოთხ დიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი. სეროპრევალენტობის კვლევა გულისხმობს იმას, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1200 პირი შეირჩა და მიმდინარეობს გამოკვლევა იმუნოგლობულინ ჯი-ზე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანს კორონავირუსული ინფექცია სიმპტომებით ან უსიმპტომოდ გადატანილი აქვს თუ არა. ამ კვლევას დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ტიპის კვლევა ორი თვის წინ ჩავატარეთ თელავსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოგვცა. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ქვეყანაში ჩატარდება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ – ადამიანების რამდენ პროცენტს სიმპტომებით ან უსიმპტომოდ, უფრო ხშირად უსიმპტომოდ, გადატანილი აქვს ინფექცია და არ იცის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები