მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო კვირის დასაწყისიდან, სვანეთში მყოფი მოქალაქეები საკარანტინე სივრცეს ტესტირების შესაბამისად დატოვებენ

“მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მაცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს თანამშრომლობისთვის, გაგებისთვის, რადგან გვესმის, რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა”,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, სვანეთში მყოფი მოქალაქეები საკარანტინე სივრცეს ტესტირების შესაბამისად დატოვებენ.

„სვანეთში ჩვენ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან, ისევე როგორც 144-თან აქტიური და ღირებული თანამშრომლობით მოვახდინეთ პირდაპირი კომუნიკაცია ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, მაცხოვრებელთან, რომელიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით 1 600-მდე ადამიანი ორგანიზებულად იქნა გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში. მომდევნო კვირის დასაწყისიდან დაიწყება, ტესტირების შესაბამისად საკარანტინე სივრციდან ადამიანების გამოშვება. მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს მათი თანამშრომლობისთვის, გაგებისთვის, რადგან გვესმის რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კომფორტული პირობები შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები