ამირან გამყრელიძე: ყოველდღიურად გვემატება კორონავირუსის 10, 13, 15 შემთხვევა, ეს პროგნოზირებადი იყო

“ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ვმართავთ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 30 სექტემბრამდე საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნა გადავადდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატება მოსალოდნელი იყო.

„ქვეყანაში მიმოსვლა გაიზარდა, აღდგა რეგულარული ფრენების ნაწილი. მთლიანად ევროპაში ფრენის მობილობა დაახლოებით 60-70 პროცენტით არის შემცირებული, ამიტომ არაფერი გასაკვირი ამაში არაა. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ჩვენ ჯერჯერობით ვმართავთ სიტუაციას, რაც იმ ზომების შედეგია, რომლებიც ქვეყანამ ბოლო თვეების განმავლობაში გაატარა. ყოველდღიურად გვემატება 10, 13, 15 შემთხვევა. ეს არაფერია, ეს პროგნოზირებადი იყო, რომ შემსუბუქების პოლიტიკის შემდეგ შესაძლებელი იყო შემთხვევების ზრდა. ჯანდაცვის სექტორი ამ ზრდას კარგად უმკლავდება, მაგრამ ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა არ შეიძლება. ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 30 სექტემბრამდე საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნა გადავადდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები