სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები აქციას მართავენ.

აქციის ერთერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარებაა.

„ვითხოვთ, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ეფექტური ღონისძიების მიღებას ხელისუფლების მხრიდან, რადგან ათი ათასობით სტუდენტი რჩება სწავლის გარეშე ფინანსური დავალიანების გამო. ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ დანამატებში ხარჯონ თანხები, სჯობს იმ სტუდენტებისთვის დახარჯონ, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სამინისტროში სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობით დაინტერესდნენ და მათ განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები