კელი დეგნანი: საკმაოდ დიდია როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ინტერესი, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს

“საქართველოში, ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ოქტომბრის არჩევნების მიმართ ამერიკისა და ევროპის ინტერესი დიდია.

“ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც. საკმაოდ დიდია როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ინტერესი, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები