“უშველებელი ღალატი იყო იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა”

“უშველებელი ღალატი იყო იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი აღნიშნულით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, “კომპრომისი” იყო და არა საქართველოს ღალატი.

„2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, რომელთაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

საქართველოს მხარე არათუ არ პასიურობს, არამედ წლების განმავლობაში ინტენსიურად იცავს ქართულ პოზიციას. ეს პასიურობა არის თემა, რომელიც შემოგდებულია, რისთვის არ ვიცი. როგორ შეიძლება ამ პასიურობით, ერთი შეხედვით შეაფასო და დასკვნა გააკეთო, რომ მოსამართლეები სხედან და იმას ელოდებიან, როდის იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე აქტიური. ყველა მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, დევს. წლები დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ იმ პერიოდისთვის გადამალული თუ არარსებული ცნობები და მტკიცებულებები შეეგროვებინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები