საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 15 აგვისტოს მონაცემებით 602 ნიმუში გამოიკვლიეს. მათი განმარტებით, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 101 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.