ჯეიმს აპატურაი: ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

   ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა. ამით აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრებს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას გამოეხმაურა. “პრემიერს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს. ჩვენი მოსაზრება წლიურ ეროვნულ გეგმაზე ძალიან პოზიტიურია. ასე რომ, ვფიქრობ, ელჩებს ექნებათ სურვილი, მოისმინონ როგორ მიმდინარეობს მზადება. თქვენ წინ გელოდებათ ადგილობრივი არჩევნები. ვისაუბრებთ ავღანეთის მომავალზე, ნატოს სამიტზე. ვფიქრობ, ძალიან ლეგიტიმურია, ქართველი ხალხი კონკრეტულ წინგადადგმულ ნაბიჯს ელოდოს. რა ფორმას მიიღებს ეს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს პოზიცია ნათელია – მან გაატარა რეფორმები, შეაქვს წვლილი საერთაშორისო მისიაში და ელჩებმა ეს იციან”, – აღნიშნა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები