ლევან დავითაშვილი: სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

“სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განცხადა.
​„საკარანტინე შეზღუდვები, ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემებს იწვევს. სვანეთის რეგიონში ამ მომენტისთვის მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. ეს ის რეგიონი, სადაც დღეს  საკარანტინე რეჟიმია. შესაბამისად, მოხდება პროცესის ორგანიზება. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობას იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები