ეკატერინე ტიკარაძე: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის კუთხით დეტალურად არის გაწერილი, ის მიემართება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ლაბორატორიული სექტორის გაძლიერებას, ასევე – ტესტირებების შესაძლებლობის გაძლიერებას ქვეყანაში და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კოვიდპანდემიის მართვაში, უკვე როდესაც ჩვენ ველოდებით გაზრდილ მონაცემებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რვა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები