დავით ჩიხელიძე: პრემიერმა მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო პროგრამა დააანონსა, რომელსაც ანალოგი არ აქვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე 6 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივებს ეხმაურება, რომელთა შესახებ პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე საუბრისას განაცხადა.
ჩიხელიძის თქმით, პრემიერის მიერ გაჟღერებული თითოეული ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესო და სასარგებლოა.
„გუშინ გამართულ, მთავრობის სხდომაზე არაერთი საინტერესო და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი/სასარგებლო ინფორმაცია გაჟღერდა. როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთრის 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი თებერვალი). აღნიშნული პროგრამა მინიმუმ, მილიონ ოჯახს შეეხება. ასევე, მოხდება ყველა თვითდასაქმებულის (რომელთა დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო) კომპენსაციით უზრუნველოყა, რაც დამატებით 80 ათას ადამიანს მოიცავს. ყველაზე მნიშნელოვანი სიახლე კი ცალსახად, ბავშვთა და სტუდენტთა დახმარებაა. კერძოდ: საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს. ხოლო, ყველა სტუდენტი, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას. გარდა ამისა, ყველა სტუდენტი 150 000 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-21 წლის სწავლის საფასურს – 1225 ლარს”, – განმარტავს ჩიხელიძე.
ჩიხელიძე პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მაგალითია.
„ახლა კი რამდენიმე სიტყვას ზოგადად პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მუშაობის შესახებ ვიტყვი. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო ის, რაც მსოფლიოს ბევრმა ძლიერმა ქვეყანამ ვერ შეძლო. საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კოვიდ-19 თან წარმატებული ბრძოლის მაგალითი გახდა, ჩვენ შევძელით და სწორი მენეჯმენტის დამსახურებით ღირსეულად ვუმკლავდებით პანდემიას. ასევე, მნიშვნელოვანია, უკვე განხოციელებული სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომელიც მილიონობით ადამიანს მოიცავს. რაც შეეეხება ბავშვებს, საქართველო მსოფლიომ უკვე გაიცნო პროგრამით „ტელე სკოლა” რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ბავშვთა განათლებაზე/განვითარებაზეა ორიენტირებული. გუშინ კი პრემიერმინისტრმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო პროგრამა დაანონსა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, პანდემიის პირობებში საკუთარ მოსახლეობას მრავალი ქვეყანა დაეხმარა, მაგრამ კონრეტულად ბავშვებზე/ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამა არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. ეს არის საქართველოს ექსკლუზივი, რომელსაც ღრმად მწამს, არაერთი ქვეყანა გაიზიარებს, ზემოთ აღნიშნული ინიციატივები ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომ მათთვის მთავარი არის ადამიანი და განსაკუთრებით ყურადღების და მზრუნველობის საგანს სწორედ ადამიანი და მომავალ თაობა წარმოადგენს. თაობა, რომელიც საქართველოს წინსვლაში საკუთარ ღირსეულ წვლილს შეიტანს!”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.