მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის 19 111 123 დადასტურებული შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 715 163 შეადგენს.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი, სადაც ვირუსი 4 883 657 პირს აქვს დადასტურებული. მეორე ადგილზე ბრაზილიაა – 2 912 212 ინფიცირებულით; მესამეზე კი ინდოეთი – 2 027 074 ინფიცირებულით.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით,  ვირუსის დამარცხება 11 578 821-მა  პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები