ანრი ოხანაშვილი: მივმართეთ ეუთო/ოდირის მისიას, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მეტი დამკვირვებელი იყოს მობილიზებული

“ჩვენი ამოცანაა, რომ რეიტინგისა და “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის მისიას თხოვნით მიმართეს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს მობილიზებული.

“ჩვენი ამოცანაა, რომ იმ რეიტინგისა და “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში უზრუნველვყოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა, ვინაიდან დესტრუქციული და კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან ძალიან ბინძური მეთოდებით პოლიტიკურად არაკორექტული, ბინძური კამპანია წარმართონ, რათა სცადონ მმართველი პარტიის, მისი რეიტინგის დისკრედიტაცია. ჩვენ ვთხოვეთ მისიას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ყოფნა საქართველოში, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები