კახა კალაძე: ბოდიშს ვუხდი შეფერხებისთვის იმ მძღოლებს, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე სქემის ამოქმედების პირველ დღეს გადაადგილდებოდნენ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე​ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.

„მინდა, დავიწყო თემით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისისა და თბილისელებისთვის. მინდა, დავიწყო შაბათით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო.

მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავაადგილდები. თქვენს ადგილას მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა, ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები