ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, უკვე 107 დადასტურებული შემთხვევაა.
დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, ბოლო 24 საათში ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან მხოლოდ 9 იყო დადებითი.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობას.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 107 დადასტურებული შემთხვევაა, 37 პაციენტი განიკურნა, სამი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები