თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მიიღო.
გიორგი შარვაშიძეს მხარი საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გიორგი ბარამიძემ და ცირა ბარამიძემ თითო ხმა მიიღეს.
არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო.