გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღაზე განაცხადეს
გერმანიის ექიმთა კავშირის, Marburger Bund-ის თავჯდომარე, ზუზანე იონა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო, თუმცა ის პირველზე გაცილებით სუსტია.
ამის შესახებ მან Augsburger Allemeine-თან საუბარში განაცხადა.
“უკვე ვიმყოფებით მეორე, პირველზე სუსტ ტალღაში, ინფიცირებულთა რიცხვიდან გამომდინარე. არსებობს საფრთხე, რომ არშემჩნევის სურვილიდან გამომდინარე დავკარგოთ ის მიღწევები, რომლებსაც მივაღწიეთ”, – აღნიშნა იონმა.
მისი თქმით, ქვეყნის საავადმყოფოები, პირველი ტალღისგან შედარებით, მომზადებულნი არიან, “რადგან პანდემია ამჯერად შენელებული ტემპებით ვითარდება”.
ამასთანავე, ეპიდემიოლოგები ქვეყანაში მეორე ტალღის პირობებში ინფიცირებულთა მატების რიცხვებს არ ასახელებენ.