თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.
თსუ-ის ახალი რექტორი აკადემიური საბჭოს 38-მა წევრმა უნდა აირჩიოს. სამი კანდიდატია წარდგენილი: მოქმედი რექტორი – გიორგი შარვაშიძე, ასევე, პროფესორი გიორგი ბარამიძე და პროფესორი ცირა ბარამიძე.
კენჭისყრა 14:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ-ის პირველ კორპუსში გაიმართება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისია შედეგებს აკადემიურ საბჭოს გადასცემს.
არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შევა.