ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები მიმდინარეობს
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში 500-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.
„ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით 500 ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ. ასევე, ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. უკვე მესამე დღეა “დინამოს ბაზრობაზე” მიმდინარეობს ე.წ. შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტესტირება”,- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.