შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთვარობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც დაბის ქუჩების კეთილმოწყობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა.

​ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი სხალთის ხეობას უკავშირდება, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები