“ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ როგორც ცენტრალურ, ისე – ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაამკვიდრა.
„მე, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, იმავეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ როგორც ცენტრალურ, ისე – ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა მინისტრმა.