31 ივლისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლა შეეძლებათ
31 ივლისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და სტადიონებზე შესვლა შესაძლებელი გახდება.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული ლიგის მერვე ტური უკვე მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.
„სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33 პროცენტს. აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.
სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო“, – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.