ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში, ორ ლოკაციაზე ჩარჩენილნი არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც ტერიტორიიდან გამოიყვანენ.

„ძირითადად, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა: გზები, ხიდები და ელექტროგანათების ბოძები. შსს ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურითა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. საჭიროების შემთხვევაში, ვისაც ექნება გამოყვანის სურვილით, დამსვენებელს თუ ადგილობრივ მოქალაქეს,​ დავეხმარებით და გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე მსგავსი არის მხოლოდ ორ ლოკაციაზე, სადაც ჩარჩენილი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლები და საგზაოს თანამშრომლები. ჩვენ მათ დავეხმარებით გამოყვანაში და შემდგომ ვიმოქმედებთ ჩვეულებრივ, იმის შესაბამისად, თუ რა მოთხოვნები იქნება მოსახლეობისგან“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები