კელი დეგნანი: საქართველო „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით ლიდერია

“საქართველო „ცე“ ჰეპატიტის, ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით ლიდერია”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც დაავადებას ებრძვიან, მკურნალობას უფასოდ გადიან.

„დღეს მსოფლიო „ცე“ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საქართველო არის ლიდერი ამ დამანგრეველი დაავადების აღმოფხვრის კუთხით. 70 ათას ქართველს ჩაუტარდა ტესტირება და მკურნალობა, მოსახლეობის 70 პროცენტს ტესტირება ჩაუტარდა და 30 პროცენტი ელოდება მკურნალობას, რომელიც არის უფასო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც დაავადებას ებრძვის, მკურნალობას უფასოდ გადის, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები