“მრავალი ობიექტის ხელმძღვანელი ობიექტების სადეზინფექციო მომსახურეობას უხარისხო, დაბალფასიანი და გაურკვეველი შემადგენლობის ხსნარებით ახორციელებს”

“COVID-19 არსად არ წასულა. მეტი ყურადღება საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს”, – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი თინათინ ცინცაძე საკუთარ გვერდზე.

მისივე აზრით, ყურადსაღებია  ხსნარების შემადგენლობის გაკონტროლება, რადგან მრავალი ობიექტის ხელმძღვანელი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ობიექტების სადეზინფექციო მომსახურეობას ახორციელებენ უხარისხო, დაბალფასიანი და გაურკვეველი შემადგენლობის ხსნარებით.

“უკვე რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს COVID-19. ჩვენი მთავრობის ძალისხმევით საქართველომ მოიპოვა ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოს მასშტაბით სწორი პრევენციული და სამედიცინო პოლიტიკის წარმართვის გამო. დაავადების შემთხვევების კლების შემდგომ უკვე, რამდენიმე დღეა დაავადებამ თავი შეგვახსენა.

ობიექტების ხელმძღვანელების უმეტესობა არ ასრულებს იმ რეგულაციებს, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ. მრავალი ობიექტების ხელმძღვანელი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ობიეტების სადეზინფექციო მომსახურეობას ახორციელებენ უხარისხო, დაბალფასიანი და გაურკვეველი შემადგენლობის ხსნარებით. განსაკუთრებით ყურადღება გასამახვილებელია შემდეზე: ხსნარების უმეტესობა ქლორისშემცველია და 21-ე საუკუნეში სადეზინფექციო მომსახურება დახურულ სივრცეებში ხდება ასეთი ხსნარებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, რათა არ მოხდეს ასეთი ხსნარების გამოყენება.

ასევე ყურადსაღებია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ფაქტიურად არ ხდება ობიექტების შესასვლელებში მომხმარებლების ხელების სადეზინფექციო დამუშავება ანდა თუ მსგავსი მომსახურება ხორციელდება აქაც გაურკვევლია ხსნარების შემადგენლობა და ხელების დამუშავება ხდება გასასუფთავებელი და არა სადეზინფექციო ხსნარებით, და ჩნდება სხვადასხვა ალერგიული დაავადების გავრცელების საშიშროება. აღნიშნული მიმართულებით უკონტროლობა მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე !! ალბათ ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ პრობლემას იმ სამსახურებმა, რომლებმაც მთავრობისგან მიიღო კონტროლის განხორციელების უფლება. ხსნარების უმეტესობა გაჩნდა კოვიდ ინფექციასთან ერთად ..

გაურკვევლი შემადგენლობით.. და გაურკვევლი ფუნქციით.. ხელის გასაწმენდ ხსნარებს მიეცა სადეზინფექციო ხსნარის ფუნქცია. მხოლოდ სპირტი ან კვლავ გაურკვევლი ნივთიერებები.. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდინფექციასთან ერთად ცხოვრება”, – წერს ფეისბუქ მოხმარებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები