საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ, უკან დაბრუნებისას კარანტინს გაივლიან

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდეს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან, კარანტინი გაიარონ.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინე რეჟიმი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით.სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური სამთვიანი ცნობა , რომელიც გაიცემა თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები