სოფო კილაძე: “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.

მისივე თქმით, პარტიაში ახალი სახეების შესვლა ქვეყნის პოლიტიკის გაუმჯობესებას ემსახურება.

“ქართული ოცნების” გუნდი, ხედავთ, რომ ნებისმიერი არჩევნების წინ ახლდება. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, ახალი სისხლის, ახალი სახეების შემოსვლა პარტიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის გაუმჯობესებას. „ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, თუმცა ვინ რა ადგილს დაიკავებს, ვინ იქნება ათეულში, ვინ არა, ამის შესახებ, საბოლოოდ, საზოგადოება გაიგებს, როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე, მე ვიქნები სიაში თუ არა, ამის შესახებაც მაშინ გახდება ცნობილი, როცა სია გამოქვეყნდება”, – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები