ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს, თავდაპირველად სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, პაციენტს გულთან დაკავშირებული თანმხლები დაავადება ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ „კოვიდ-19“-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსისგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა.