რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის ვადები დაასახელეს

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ეტაპობრივად 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

“პირველი აგვისტოდან აფხაზეთთან საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საკითხი, ოპერატიული შტაბის სხდომაზე განიხილება, რომელიც 28 ივლისს გაიმართება”,- თქვა წყარომ.

კიდევ ერთმა წყარომ, ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, გამოცემას უამბო, რომ “რესპუბლიკაში ამჟამად როსპოტრებნადზორის კომისია მუშაობს, რომ ოპერატიულ შტაბს ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები