დავით ზალკალიანი: ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს რაიმე სახის ზიანი მიადგეს, განვითარება არ ექნება
“ნებისმიერ მცდელობას, რომ მთავარ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებს რაიმე სახის ზიანი მიადგეს, არანაირი განვითარება არ ექნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია.
„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ნებისმიერ მცდელობას, რომ მთავარ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებს რაიმე სახის ზიანი მიადგეს, არანაირი განვითარება არ ექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.