სიმონ გაბრიაძე, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ პატიმრობაში რჩება
ყოფილი პოლიციელი, სიმონ გაბრიაძე, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გასროლილმა ტყვიამ 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს არაპირდაპირი განზრახვით.