როგორ გაგზავნეს “ქილერი” კიევიდან საქართველოში და სად წამოსცდა სააკაშვილს დაგეგმილი მკვლელობის შესახებ – უკრაინელი ჟურნალისტების სკანდალური გამოძიება

როგორ გაგზავნეს “ქილერი” კიევიდან საქართველოში და სად წამოსცდა სააკაშვილს დაგეგმილი მკვლელობის შესახებ – უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.

„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას”, – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში МОЛНІЯ.

მათივე თქმით, ივნისის შუა რიცხვებიდან მიხეილ სააკაშვილის ახლოს მყოფ ჟურნალისტებსაც კი ეშინიათ, გახდნენ მისი მსხვერპლი. კერძოდ, ვინც სააკაშვილის კუთვნილ ქართულ ტელეარხ “მთავარზე” მუშაობს და ყოველდღე მაუწყებლობს სააკაშვილის მოწოდებებს საპასუხო რეაგირებებზე საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, მიმდინარე წლის 15 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუშალა “მთავარის” ყველაზე ოდიოზური ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას, რომელიც მსოფლიო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი პრეზიდენტ პუტინისადმი მისი უხამსი ბილწსიტყვაობის წყალობით.

„მკვლელის დაჭერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურ ბრიფინგზე თავად აღიარა, რომ მან იცოდა კოლეგის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. უკვე ჟურნალისტის ლიკვიდაციის სავარაუდო შემსრულებლის სიტყვებიდან გახდა ცნობილი, რომ იგი მრავალთვიან მომზადებას გადიოდა უკრაინის დედაქალაქში, და მისი სასწრაფო გამგზავრების შესახებ საქართველოში, კარანტინის წინა პერიოდში. ამავდროულად, მიმდინარე წლის თებერვლიდან მზადდებოდა ფართომასშტაბიანი მედია და მომავალი მსხვერპლის პოლიტიკური გაპიარება საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში. მზადდებოდა გიორგი გაბუნიას, როგორც ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ადგილობრივ ჟურნალისტებთან, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებთან შეხვედრები”, – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

მათი თქმით, დაქირავებული მკვლელის ხელით ქართველი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობამ განაპირობა “ვარდების რევოლუციის” დაწყება, რომელიც დაფინანსდა ამერიკელი მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ, ხოლო ედუარდ შევარდნაძის წასვლა მთიანი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომელიც დაიკავა „ვარდების რევოლუციის” ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„საქართველოში უკვე აპრობირებულმა პოლიტიკურმა ტექნოლოგიამ შემდგომში უკრაინაშიც იმუშავა. გიორგი ღონღაძის თავმოკვეთილ ტანზე – ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტზე, რომელსაც სააკაშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებიდან იცნობდა. ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობამ საფუძველი ჩაუყარა იგივე ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ აქციას – „უკრაინა კუჩმას გარეშე” და შემდგომ „ნარინჯისფერ რევოლუციას”, რომელმაც სახელმწიფოს სათავეში სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი, იულია ტიმოშენკო მოიყვანა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანლის თანამდებობაზე, ხოლო სააკაშვილის შვილის მომავალი ნათლია – ქვეყნის პრეზიდენტად”, – ამბობენ გადაცემის ავტორები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები