“მადლობა გადარჩენისთვის აჭარის პოლიციას – სამაშველოსა და საპატრულოს, რომ მგლების ლუკმა არ გავხდით ტყეში”
“მადლობა, ღმერთო, რომ მგლების ლუკმა არ გაგვხადე ტყეში, მადლობა ბეშუმის სამაშველოს, საპატრულოს – ვინც დაგვეხმარა დედა-შვილს და ჩემი ემილია, თავზე მეტად რომ მიყვარს, მხრებზე შემომჯდარი სამშვიდობოს გამომიყვანეს”, – ამის შესახებ მოქალაქე, რუსო ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ღმერთო, ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გიყვარვარ და არსად მტოვებ. მადლობა, ღმერთო, რომ გაგვითენე დილა და მგლების ლუკმა არ გაგვხადე ტყეში. მადლობა ბეშუმის სამაშველოს, საპატრულოს, ვინც დაგვეხმარა დედა შვილს და ჩემი ემილია, თავზე მეტად რომ მიყვარს, მხრებზე შემომჯდარი სამშვიდობოს გამომიყვანეს. შინ მშვიდობით დაგვაბრუნეს, წუთში სამოცი მადლობაა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა.. სახელებს სიამოვნებით ჩამოვთვლიდი, თუმცა არ ვიცი, სამწუხაროდ (ამ დილით გავაცნობიერე, რა გველოდა გუშინ, რომ არა საპატრულო, ბევრი ფიქრის შემდეგ აუცილებლად უნდა დამედო პოსტად)”, – წერს მოქალაქე.