სართიჭალასთან ტრაილერი გადაბრუნდა
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე, სართიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი დააზიანა და გადაბრუნდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო.